ეს იყო ტრენინგის ბოლო მეცხრე დღე!
ამ ტრენინგის საშუალებით ვისწავლე პროექტებზე მუშაობა, რისი გამოცდილებაც სხვებთან დახმარების ნიადაგზე მქონდა, მაგრამ ხანდახან არც კი ვუკვირდებოდი რას ითვალისწინებდა ნებისმიერი პროექტი, ახლა მივხვდი, რომ არამარტო სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებთან დახმარება, არამედ მეც მინდა მქონდეს საკუთარი პროექტი, რასაც აუცილებლად გავაკეთებ, დავაინტერესებ მოსწავლეებს და მათი აქტიური ჩართულობით შევქმნი საინტერესო ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელოვან პროექტს!
ახლა კი მართლა, კიდევ მინდა ასეთი დღეების გაგრძელება! მიუხედავად დიდი სიცხისა აქ 7-ე სკოლაში შემოვდივარ მოხარშული და დაღლილობას მიხსნიდა ეს ტრენინგები და ხალისი მემატებოდა..... გავიცანი ბევრი ახალი ადამიანი და კმაყოფილი ვარ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი 9 დღიანი ტრენინგით.
კიდევ ბევრჯერ დიდი მადლობა დაუღლელ ქალბატონს - ქეთი ცერაძეს! ყველასათვის ერთნაირად საყვარელ კოლეგას!
პატივისცემით, მანანა მჭედლიშვილი
სსიპ კარალეთის N1 საჯარო სკოლა.
No comments:
Post a Comment