Thursday, 24 July 2014

9-ე ყოვლად მნიშვნელოვანი და ბოლო დღე!!!

       ეს იყო ტრენინგის ბოლო მეცხრე დღე!
     ამ ტრენინგის საშუალებით ვისწავლე პროექტებზე მუშაობა, რისი გამოცდილებაც სხვებთან დახმარების ნიადაგზე მქონდა, მაგრამ ხანდახან არც კი ვუკვირდებოდი რას ითვალისწინებდა ნებისმიერი პროექტი, ახლა მივხვდი, რომ არამარტო სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებთან დახმარება, არამედ მეც მინდა მქონდეს საკუთარი პროექტი, რასაც აუცილებლად გავაკეთებ, დავაინტერესებ მოსწავლეებს და მათი აქტიური ჩართულობით შევქმნი საინტერესო ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელოვან პროექტს!
      ახლა კი მართლა, კიდევ მინდა ასეთი დღეების გაგრძელება! მიუხედავად დიდი სიცხისა აქ 7-ე სკოლაში შემოვდივარ მოხარშული და დაღლილობას მიხსნიდა ეს ტრენინგები და ხალისი მემატებოდა.....  გავიცანი ბევრი ახალი ადამიანი და კმაყოფილი ვარ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი 9 დღიანი ტრენინგით. 

      კიდევ ბევრჯერ დიდი მადლობა დაუღლელ ქალბატონს - ქეთი ცერაძეს!  ყველასათვის ერთნაირად საყვარელ კოლეგას!      















პატივისცემით, მანანა მჭედლიშვილი
სსიპ კარალეთის N1 საჯარო სკოლა.

Tuesday, 22 July 2014

ტრენინგის 8-ე დღე!

დღეა ისევ შრომატევადი, ვისწავლეთ რა არის ფასილიტაცია (დამხმარე) და შევქმენით შესაბამისი პრეზენტაცია ჩემი პროექტის შესაფერისი. გადავხედეთ პროექტის საქაღალდეს, ავტვირთეთ პროექტის პორტფოლიო და ბევრი რამ რაც კიდევ უფრო საინტერესო იყო!  აბა წავედიიიი!

Monday, 21 July 2014

ტრენინგის 7-ე დღე

     როგორც ყველა დღე, ეს დღეც მეტად შრომატევადი და საინტერესო აღმოჩნდა, შევქმენით სსსმ მოსწავლეთათვის დავალება, ვიმუშავე და დავასრულე სასწავლო პროექტის გეგმა. ბევრი რამ გავიგე და შევეცდები გამოვიყენო შემდგომ მუშაობაში.


Sunday, 20 July 2014

ტრენინგის მე-6 დღე!

დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა, გავიმეორეთ საპრეზენტაციო დოკუმენტში მუშაობა, თუ როგორ ხდება. ვიმუსავეთ მოსწავლეთა პრეზენტაციაზე და შევინახეთ შესაბამისად, გადავხედეთ ინთელის სასწავლო კურსში შექმნილ სხვების მიერ შექმნილ გეგმებს და კიდევ ბევრი რამ..... 

Friday, 18 July 2014

ტრენინგის მე-5 დღე!

ტრენინგის ეს დღე ძალზედ საინტერესო და სახალისო იყო! ვისწავლეთ ინტერნეტ მისამართები ბლოგის გასაპრანჭად, საინტერესო იყო გაჯეტებთან მუშაობა: image, pol, html და ასე შემდეგ გაჯეტები.

ტრენინგის მე-4 დღე



       საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგიც, გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა, სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ საჭირო  გრაფები, შეფასების გეგმაში შეფასების დროის ჩარჩო შევქმენით.
გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია და გადავიტანეთ ბლოგზე. 

მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო!





Sunday, 13 July 2014

ტრენინგის მესამე დღე!!!

        გავიმეორეთ  6 ივლისს შესწავლილი მასალა, კერძოდ ბუკლეტის დამზადება, მოჭრა შენახვა, ტექსტურ რედაქტორში მენიუს ზოლის გამეორება და ა.შ.
ვიმუშავეთ მოდული 2-დან სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე, ვისწავლეთ, როგორ გადავიდე სტანდარტზე, გამოვკვეთე მიზნები, შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შამბლონი ჩემი თემის მაგალითზე.  ქ. ქეთის გავუგზავნე ცემი ბლოგის სახელი ჩემი ელ. ფოსტიდან, დავზიპე ბოლოს ფაილი და გავუგზავნე ჩემს თავს.

შეიძლება ბევრი რამ არ ჩავწერე, მაგრამ ყველაფერი გასაგები და საინტერესო იყო!

მადლობა კიდევ ბევრჯერ ქ. ქეთი ცერაძეს!   
                                                                                   მანჩო.





Sunday, 6 July 2014

ტრენინგის მეორე დღე!!!!

 1. საშინაო დავალება პროექტების მიმოხილვა;
2. წინა დღის მასალის გამეორება;
3. Word-ის ინსტრუმენტების გაცნობა გამეორება;
4. ბუკლეტის დამზადება;
5. ბლოგში მუშაობა.

ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადებავიცითრომ ყველა საქმე იწყება რეკლამითბუკლეტი კეთდება ტექსტურ რედაქტორში - word-შიგავაკეთეთ და შემოვჭერით (ალამი და S), შევინახე შესაბამისად
დავზიპეთ და გადავგზავნეთ კიდეც ჩვენს მეილზე.




Saturday, 5 July 2014

    ტრენინგის პირველი დღე!!!

საინტერესოა მუშაობის პროცესი, მოვეფერეთ ჩვენს (შიდა ქართლის) შეუცვლელ ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს, გავიცანით ტრენინგში მონაწილენი, გავიგეთ თუ რა არის ტრენინგის მიზანი, წარმოდგენა შეგვექმნა გზამკვლევზე, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, კურსის რესურსებში შევინახე საჭირო მასალა, განვიხილეთ პროექტი, შევქმენით თითოეულმა ორი ბლოგი სამუშაოდ.  
    მინდა  ავირჩიო  ყველასთვის საინტერესო თემა პროექტისთვის. 

მომავალ შეხვედრამდე ჩემო ახალო მეგობრებო!!!!!